წინდახედული მოგზაურის გზამკვლევი: დაზოგე ინტერნეტი და დარჩი კავშირზე
- Brand Wise

- May 16
- 1 min read

შენს მომავალ მოგზაურობას Roamingo-სა და საქართველოს ბანკის პარტნიორობა კიდევ უფრო მარტივს გახდის! შეგიძლია ისარგებლო 20%-იანი ფასდაკლებით Roamingo-ს ინტერნეტ პაკეტებზე, მხოლოდ რამდენიმე მარტივი ნაბიჯის შესრულებით.
როგორ დავიწყო?
პირველი ნაბიჯია საქართველოს ბანკის მობილბანკის გახსნა. იქ იპოვი მედლების სივრცეს – ეს არის სივრცე, სადაც შენი აქტივობებით შეგიძლია სხვადასხვა პრიზები მოიპოვო. მოიძიე "წინდახედული მოგზაურის" მედალი და მოემზადე მოგზაურობისთვის.
რა უნდა გავაკეთო?
მედლის მისაღებად მხოლოდ ერთი მარტივი დავალება გაქვს შესასრულებელი:
გაიაქტიურე სამოგზაურო დაზღვევა. ეს არამხოლოდ დამატებითი დაცულობაა საზღვარგარეთ ყოფნისას, არამედ პირდაპირი ბილეთია Roamingo-ს ფასდაკლების მისაღებად.

რა არის "წინდახედული მოგზაურის" მედლის უპირატესობა?
მედლის მიღების შემდეგ, Roamingo-ს ინტერნეტ პაკეტებზე 20%-იანი ფასდაკლებით შეძლებ სარგებლობას. ეს ნიშნავს, რომ საზღვარგარეთ ყოფნისას მუდმივად კავშირზე იქნები.
გახდი "წინდახედული მოგზაური" და დატკბი შენი თავგადასავლებით! 🌍


