ერთი eSIM მთელი ევროპისთვის Roamingo-სთან ერთად!
- Brand Wise

- May 16
- 2 min read

მოგზაურობა უფრო მარტივია, როცა ყოველთვის ონლაინ ხარ და Roamingo ზუსტად ამას გთავაზობს. აღარ არის საჭირო სხვადასხვა ფიზიკური SIM-ბარათების ყიდვა ან როუმინგის მაღალ ტარიფებზე ფიქრი. Roamingo-ს ერთი ელექტრონული ბარათი, ანუ – eSIM გაძლევს შესაძლებლობას, იმოგზაურო მთელ ევროპაში და გაიაქტიურო ინტერნეტი როცა გინდა და სადაც გინდა.
მას შემდეგ, რაც eSIM-ს ერთხელ გააქტიურებ, შეგიძლია ინტერნეტის პაკეტების დამატება იმდენჯერ, რამდენჯერაც დაგჭირდება. ეს არის მოქნილი, მარტივი და იდეალური გადაწყვეტილება თანამედროვე მოგზაურისთვის.
“ევროპა+თურქეთის” რეგიონალური პაკეტი
თუ გეგმავ მოგზაურობას ევროპასა და თურქეთში, Roamingo-ს სპეციალური რეგიონალური პაკეტი იდეალური არჩევანია. ეს პაკეტი არა მხოლოდ საშუალებას გაძლევს, დარჩე კავშირზე ამ რეგიონებში, არამედ თუ გაქვს ტრანზიტული ფრენა თურქეთის გავლით, ამ შემთხვევაშიც შეძლებ გამოიყენებას.

რატომ უნდა აირჩიო “ევროპა+თურქეთის” პაკეტი?
დაფარვა 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის თურქეთსა და დიდ ბრიტანეთში.
eSIM-ის ერთი ქლიქით გააქტიურება
ინტერნეტის დამატების უმარტივესი შესაძლებლობა.
გარდა ხელმისაწვდომი ტარიფებისა და მუდმივად კავშირზე ყოფნის საშუალებისა, Roamingo-ში ხშირად იპოვი შენზე მორგებულ შეთავაზებებს, მაგალითისთვის:
Roamingo x TRE.GE
მაგალითისთვის, თუ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაქვს ფრენა TRE.GE-ზე ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით მატარებლის ბილეთის ყიდვისას, საჩუქრად მიიღებ Roamingo-ს ევროპის 1GB სამოგზაურო ინტერნეტს და დაგერიცხება მას შემდეგ რაც აპლიკაციაში მიუთითებ სასაჩუქრე კოდს, რომელსაც ბილეთის ყიდვის შემდეგ მიიღებ. დეტალურად შეთავაზების შესახებ შეგიძლია იხილო ბლოგი, “Roamingo x TRE.GE – სამოგზაურო ინტერნეტი და აეროპორტის ტრანსფერი კომფორტული მოგზაურობისთვის
Roamingo x Aldagi
რა თქმა უნდა, მოგზაურობის დროს აუცილებლად დაგჭირდება სამოგზაურო დაზღვევაც. Roamingo-სა და ალდგაგის კოლაბორაციის ფარგბლებში კი შეგიძლია “ევროპა+თურქეთის” რეგიონალურ პაკეტის 1GB მიიღო საჩუქრად და დამატებით 20%-იანი ფასდაკლება Roamingo-ს ინტერნეტ პაკეტებზე. ესეც დამატებითი შესაძლებლობა შეამცირო ინტერნეტის ხარჯები მოგზაურობის დროს.
თუ ჯერ არ გაქვს გადმოწერილი Roamingo-ს აპლიკაცია, შეგიძლია გადმოწერო ამ ბმულის საშუალებით ან უბრალოდ ეწვიო Play Store-სა და App Store-ს და მოძებნო Roamingo eSIM.
იმისთვის რომ ნახო eSIM თავსებადია თუ არა შენს მობილურში, შეგიძლია ეწვიო ვებ-გვერდს და გადაამოწმო წინასწარ.
გაიაქტიურე Roamingo-ს სამოგზაურო ინტერნეტი სწრაფად, მარტივად და იაფად!


