top of page

საშობაო მარკეტები ბუდაპეშტი

  • Writer: Brand Wise
    Brand Wise
  • May 16
  • 2 min read

საშობაო მარკეტები ბუდაპეშტი

თუ შობის პერიოდში ბუდაპეშტში მიემგზავრები, მთავარი ადგილები, სადაც უნდა წახვიდე, საშობაო მარკეტებია. 


ვეროშმარტის მოედანი (Vörösmarty Square Christmas Market)  

ეს მარკეტი ბუდაპეშტის გულშია და აუცილებლად უნდა ნახო. ყველაფერი საშობაო სიხარულს ასხივებს: ლამაზი ხის ჯიხურები, სადაც ნახავ ტრადიციულ უნგრულ პროდუქტებს, ხელნაკეთ ნივთებს და აქსესუარებს. აუცილებლად გასინჯე უნგრული ლანგოში – ხრაშუნა ცომი არომატული ტოპინგებით.


ბაზილიკის საშობაო მარკეტი (Advent Feast at the Basilica)   

სენტ-იშტვანის ბაზილიკის წინ მდებარე მარკეტი ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკულია. აქ არამარტო საყიდლებზე შეგიძლია მიხვიდე, არამედ საოცარი შოუც გელოდება – ბაზილიკის ფასადზე ყოველ საღამოს საშობაო 3D შოუა. ცხელი კაკაოს ან გლინტვეინის ჭიქით ხელში შეგიძლია დატკბე განათებებით და ციგურებით სრიალშიც მოსინჯო ძალები.


“Fashion street” მარკეტი (Deák Ferenc Street Christmas Fair)  

ეს მარკეტი განსაკუთრებით მათთვისაა, ვინც მოდასა და დიზაინს ეძებს. აქაური ბუტიკები უფრო თანამედროვე სტილშია გაფორმებული, მაგრამ მაინც შენარჩუნებულია საშობაო განწყობა. აქ შეგიძლია იპოვო უნიკალური, გამორჩეული საჩუქრები და აქსესუარები.


საშობაო მარკეტები ბუდაპეშტი

ტბის მარკეტი სიჩინის რეზიდენციასთან  

თუ ზღაპრულ სანახაობებს ეძებ, ეს მარკეტი შენთვისაა. ტბა, რომელიც ზამთარში სასრიალო მოედნად იქცევა, ფანტასტიკურ საშობაო ატმოსფეროს ქმნის. აქ შეგიძლია ციგურებზე ისრიალო და შემდეგ ტრადიციული უნგრული დელიკატესები დააგემოვნო.


რა გასინჯო და რა იყიდო?  

მარკეტებზე ტრადიციული უნგრული კერძების გასინჯვა სავალდებულოა. გლინტვეინის გარდა, გასინჯე "კურტოშ კალაჩი" – ტკბილი ცომეული, რომელიც ღია ცეცხლზე ცხვება. რაც შეეხება საჩუქრებს, ხელნაკეთი ნივთები, ხის სათამაშოები და უნგრული კერამიკა საუკეთესო არჩევანია.


ბუდაპეშტის შობის ჯადოსნური ატმოსფერო 

ქალაქი მთლიანად მორთულია განათებებით და ყველგან გაიგებ მუსიკის ხმას, რაც დაუვიწყარ გამოცდილებას ქმნის. ასევე არ დაგავიწყდეს გაისეირნო მდინარე დუნაის სანაპიროზე და დატკბე განათებული პარლამენტის ულამაზეზი ხედით.


საშობაო მარკეტების გახსნის თარიღები:

Vörösmarty Square Christmas Marketთარიღები: 15 ნოემბერი 2024 – 31 დეკემბერი 2024.

St. Stephen’s Basilica Christmas Marketთარიღები: 15 ნოემბერი 2024 – 1 იანვარი 2025.

Óbuda Christmas Marketთარიღები: 29 ნოემბერი 2024 – 22 დეკემბერი 2024.Gozsdu

Courtyard Christmas Marketთარიღები: 17 ნოემბერი 2024 – 24 დეკემბერი 2024.

Klauszál Square Marketთარიღები: 24 ნოემბერი 2024 – 30 დეკემბერი 2024.

Várkert Bazaar Christmas Marketთარიღები: 1 დეკემბერი 2024 – 24 დეკემბერი 2024.

Fővám Square Marketთარიღები: 1 დეკემბერი 2024 – 23 დეკემბერი 2024

 

 
 

გლობალური დაფარვა

სტაბილურობა & სიჩქარე

შეინარჩუნე შენი ნომერი

24/7-ზე შენს გვერდით

Dual SIM-ის მხარდაჭერა

სწრაფი აქტივაცია

bottom of page