სამოგზაურო ინტერნეტი ქუთაისის აეროპორტში!
- Brand Wise

- May 16
- 1 min read

მოგზაურობის დროს კომუნიკაცია და კავშირი სამყაროსთან ხშირად გადამწყვეტია. სწორედ ამიტომ, Roamingo გთავაზობს სწრაფ, ხელმისაწვდომ და მარტივ სამოგზაურო ინტერნეტს, რომელიც შენს საჭიროებებს ზუსტად პასუხობს. ამასთან, მისი გააქტიურება უკვე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შეგიძლია – მარტივად და რამდენიმე წუთში!
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე Roamingo-ს სტენდთან დაგხვდება ყველაფერი, რაც მოგზაურობის დროს შენს კომუნიკაციას მარტივსა და ხელმისაწვდომს გახდის:
გაეცნობი Roamingo-ს სერვისებს და გაიგებ, როგორ შეგიძლია ინტერნეტის გამოყენება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
ჩვენი თანამშრომლების დახმარებით, შეძლებ მარტივად გაიარო რეგისტრაცია App-ში და აირჩიო შენთვის სასურველი ინტერნეტ პაკეტი.
შეძლებ eSIM-ის გააქტიურებას მარტივად და სწრაფად ზუსტად ერთ წუთში – აღარ არის საჭირო ფიზიკური სიმ-ბარათების გამოყენება ან დამატებითი მოწყობილობები.
მიიღებ ინფორმაციას Roamingo-ს სიახლეებისა და სერვისების შესახებ.
ისარგებლებ სპეციალური შეთავაზებებით და მოემზადები მოგზაურობისთვის მაქსიმალური კომფორტით.
რა შეთავაზება დაგხვდება აეროპორტში?
აქვე დაგხვდება სასაჩუქრე ინტერნეტ პაკეტები, ფასდაკლებები და სიმბოლური საჩუქრები, რომლებიც მოგზაურობას კიდევ უფრო სასიამოვნოსა და მარტივს გახდის. აღარ დაგჭირდება Wi-Fi-ის ძებნა ან ძვირადღირებული ინტერნეტი. eSIM-ის საშუალებით, ყოველთვის კავშირზე იქნები ოჯახთან, მეგობრებთან და საქმეებთან.
ეწვიე Roamingo-ს სტენდს, გაიაქტიურე eSIM და ისარგებლე ინტერნეტით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
Roamingo – ინტერნეტი მოგზაურობისას მარტივად, სწრაფად, იაფად!


