Roamingo x TRE.GE - სამოგზაურო ინტერნეტი და აეროპორტის ტრანსფერი კომფორტული მოგზაურობისთვის
- Brand Wise

- May 16
- 1 min read

მოგზაურობა ყოველთვის სავსეა ახალი გამოცდილებებით, თავგადასავლებითა და შთაბეჭდილებებით, თუმცა თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების გამოყენება და კომუნიკაცია ხშირად დამატებით ზრუნვას მოითხოვს. სწორედ ამ საჭიროების გათვალისწინებით, Roamingo და TRE.GE გაძლევენ შესაძლებლობას, შენი მოგზაურობა კიდევ უფრო მარტივი, კომფორტული და სასიამოვნო გახდეს.
TRE.GE-ს დახვეწილი ვებსაიტი და აპლიკაცია გაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მარტივად შეიძინო მატარებლისა და ავტობუსის ბილეთები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით. აღარ არის საჭირო რიგში დგომა ან რთული პროცესების გავლა!
შეძენილი ბილეთის გარდა, TRE.GE-ზე ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით ბილეთის ყიდვით, საჩუქრად მიიღებ Roamingo-ს ევროპის 1GB სამოგზაურო ინტერნეტს, რაც მოგზაურობის დროს კომუნიკაციასა და ნავიგაციას კიდევ უფრო გაამარტივებს.

როგორ მიიღო საჩუქარი?
საჩუქრის მიღება ძალიან მარტივია:
შეიძინე ბილეთი TRE.GE-ზე.
TRE.GE-ზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ბილეთის შეძენის შემდეგ, WhatsApp-ში შეტყობინების სახით მიიღებ სასაჩუქრე კოდს.
გააქტიურე კოდი Roamingo-ს აპლიკაციაში.
გადმოწერე და გახსენი Roamingo-ს აპლიკაცია, შეიყვანე მიღებული სასაჩუქრე კოდი სპეციალურ ველში და გააქტიურე შენი საჩუქარი.
დაიწყე eSIM-ის გამოყენება. მიჰყევი აპლიკაციის მარტივ ინსტრუქციას, გაიაქტიურე eSIM და მოემზადე კომფორტული კომუნიკაციისთვის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
ეს ყველაფერი კი, იმას ნიშნავს, რომ ახლა შეგიძლია იმოგზაურო უფრო მშვიდად და გაიმარტივო კავშირი სამყაროსთან. აღარ არის საჭირო Wi-Fi-ის ძიება ან ძვირადღირებული ინტერნეტის გამოყენება
იმოგზაურე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ჩვენთან ერთად!


